ბაჰრეინმა „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტს ავტორიზაცია მისცა
ბაჰრეინი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილ, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტს, „ევუშელდს“ ავტორიზაცია მისცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბაჰრეინის ჯანდაცვის მარეგულირებელი ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ აბები საგანგებო გამოყენებისთვის მიეცემათ 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნიტეტი, იღებენ იმუნოდეპრესანტებს, ან რომელთა პროფესია ინფიცირების რისკებს შეიცავს.
„ევუშელდის“ გამოყენებით, რომელიც ორი ანტისხეულის ნაზავით მზადდება, მწვავე ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და დაავადების მძიმე ფორმების განვითარება აღიკვეთა.