ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა, ერთ-ერთმა საელჩოს რესტორანი დააზიანა

02:19, 27.01.2020

ბაღდადში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიასთან სამი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას გამოცემა „ალ არაბია“ ერაყის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ საელჩოს რესტორანი დააზიანა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ში ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი