ბადრი ყაველაშვილი კანოე სპრინტის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT
ბადრი ყაველაშვილი კანოე სპრინტის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT

უნგრეთის ქალაქ სეგედში, კანოე სპრინტის მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, ბადრი ყაველაშვილმა მედალი მოიპოვა.

ქართველი ნიჩბოსანი 200 მეტრზე (K1 – 200 მ) წარმატებულ გამოსვლას 1/2 ფინალის 36.49 წამში მოგებით შეუდგა. შედეგიანი იყო მისი ასპარეზი ფინალშიც, სადაც ფინიშის ხაზი 36.65 წამში გადაკვეთა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.