მარიამ ქერდიყაშვილის ბრინჯაო და ბადრი ყაველაშვილის ოქრო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

13:00, 14.07.2019

ჩეხეთის ქალაქ რაკიცეში მიმდინარე ევროპის იუნიორთა და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე მარიამ ქერდიყაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი კანოეთი 500 მეტრზე სპრინტში გამოდიოდა და ფინალურ გაცურვაზე 5.261 წამით ჩამორჩა პირველ ადგილოსან უკრაინელ ანასტასია ჩეტვერიკოვას. ვერცხლის მედალი სლოვაკ გაბრიელა ლადიკოვას ერგო.

ბადრი ყაველაშვილი 200-მეტრზე კაიაკით გაცურვაში ასპარეზობდა და იგი ოქროს მედალს დაეუფლა. მან სერბ მეტოქეს ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში, მხოლოდ 0,09 წამით გაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი