მარიამ ქერდიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მარიამ ქერდიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ აურონზოში მიმდინარე ჭაბუკთა და ოცდასამწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიჩბოსანმა მარიამ ქერდიკაშვილმა, კანოეში 500 მეტრ დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

28 ივლისს, საკვალიფიკაციო ეტაპზე, იგი მხოლოდ რუს ქსენია კურაშს ჩამორჩა (03.923 წამით), მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალში წარმატებით გამოსვლის შემდეგ მარიამმა ფინალური გაცურვა 2 წუთსა და 16.469 წამში დაასრულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველი ადგილი უკრაინელმა ლიუდმილა ლუზანმა დაიკავა (2:13.619), ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ფრანგ იუჟინ დორანჟს ერგო.