მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი დოპინგზე გამოიჭირეს
მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი დოპინგზე გამოიჭირეს

კანადელი კანოისტი ლორენს ვენსან-ლაპოინტი დროებით ჩამოშორებულია ტურნირებს ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, – წერს „ინსაიდ ზე გეიმს“ (Inside the Games).

27 წლის სპორტსმენმა ჩააგდო არასატურნირო ტესტი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 21 აგვისტოს უნგრეთში გაიმართება.

მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ შეგნებულად არ მიუღია არანაირი აკრძალული პრეპარატი. კანადის ნიჩბოსნობის ფედერაციამ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, როგორც მოხვდა სახელოვანი სპორტსმენის ორგანიზმში დოპინგი.