ნიჩბოსნობა | წამის მეხუთედი ოლიმპიადის საგზურამდე - ქერდიკაშვილი ფინიშთან მეოთხე მივიდა #1TVSPORT [ვიდეო]

ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე მარიამ ქერდიკაშვილს 0.18 წამი დააკლდა.

რუსეთის ქალაქ ბარნაულში დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი ჩატარდა, სადაც 23 წლის ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

მარიამ ქერდიკაშვილს  ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე წამის მეხუთედზე ნაკლები დრო დააკლდა და ფინიშთან მეოთხე პოზიცია დააფიქსირა. საინტერესოა, რომ  ქერდიკაშვილი თავიდან ლიდერობდა და პოზიცია ბოლო წამებზე დათმო.

ქართველმა სპორტსმენმა მანძილი 50.184 წამში დაფარა და მინიმალური სხვაობით ჩამორჩა ხორვატ ვანესა ტოტს (50.006), რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.