ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ქართველმა ნიჩბოსანმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე (200 მ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალურ გაცურვაში ზაზამ დისტანცია 40.24 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. მას ვერცხლის მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა – მეორე ადგილოსანმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არტსემ კოზირმა (ბელარუსი) მას მხოლოდ 0.14 წამით აჯობა. ოქროს მედალი ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუსტასს ერგო, რომელმაც მანძილი 39.36 წამში გაცურა.