ბაჩანა არაბულმა სამხრეთ კორეაში ისევ გაიტანა და „გიონგნამს“ საშინაო შეხვედრაში კონკურენტ „ჩეონან სიტისთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:3.
ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში გამოცდილმა ქართველმა თავდამსხმელმა 90-ე წუთამდე ითამაშა, გოლი კი 71-ე წუთზე გაიტანა, როდესაც სტუმრები 3:1-ს იგებდნენ.
არაბულის გუნდი 23 ტურის შემდეგ სამხრეთ კორეას K ლიგა 2-ში მე-11 ადგილზეა.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მერვე გოლი ჩაიწერა აქტივში და „გიონგნამის“ საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო K ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა.