ბაჩანა არაბულმა საბერძნეთში სადებიუტო თამაში გოლით აღნიშნა [ვიდეო]

ბაჩანა არაბულმა თავის ახალ კლუბში, „პანიონიოსში“ პირველი შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო თამაში გოლით აღნიშნა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი „პანიონიოსი“ საბერძნეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. თავი კი 90+3 წუთზე გამოიჩინა. თუმცა, მისმა გოლმა „პანიონიოსს“ ვერ უშველა.

25 წლის ქართველი თავდამსხმელი „პანიონიოსში“ ივნისში ჩაირიცხა და საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „საბურთალოს“ გაზრდილი ფეხბურთელი ევროპაში 2017 წლიდან თამაშობს და უნგრულ კლუბებში, „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემიაში“ თამაშობდა. არაბულმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხუთი შეხვედრა ჩაატარა.