ბაჩანა არაბული საბერძნეთის ლიგის ნოემბრის საუკეთესოებშია
ბაჩანა არაბული საბერძნეთის ლიგის ნოემბრის საუკეთესოებშია
საბერძნეთის სუპერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვა დაიწყო. ეს ამბავი ჩვენთვის აღსანიშნავი იმითაა, რომ საუკეთესო 7 მოთამაშეს შორის „პანიონიოსის“ ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული მოხვდა.
 
ნოემბრის საუკეთესოები 4 ტურის მატჩების შედეგებით გამოვლინდება (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12).- საქართველოს ნაკრებსი 25 წლის თავდამსხმელმა ამ 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა და გუნდს კარგი თამაშით მოგებაში დაეხმარა. არაბულს აქვს შანსი, გამორჩეული მოთამაშის პრიზს დაეუფლოს.
გამოკითხვას„ნივეა მენის“ ნოემბრის თვის მოთამაშის გამოსავლენად უკვე დაწყებულია და ორშაბათს, 23 დეკემბერს დასრულდება. მას საბერძნეთის სუპერლიგის ადმინისტრაცია სპონსორის, კომპანია „ნივეას“ მხარდაჭერით ატარებს, რომელიც საუკეთესოებს დააჯილდოვებს.
ნოემბრის თვის „ნივეა მენის“ მოთამაშის ტიტულის კანდიდატები არიან:
1 ბაჩანა არაბული (პანონიოსი)
2 ანდრე ვიეირინია (პაოკ-ი)
3 ფედერიკო მაკედა (პანათინაიკოსი)
4 დანიელ ლარსონი (მარსი)
5 როსარიო ტურამი (ლამია)
6 ტორეს გილერმო (ოლიმპიაკოსი)
7 აბიოლა დაუნდა (აელ-ი)
ხმის მისაცემად შეგიძლიათ შეხვიდეთ ბმულზე https://vote.slgr.gr/vote-for-the-mvpდა მხარი დავუჭიროთ ბაჩო არაბულს.