აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 471 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ხუთი პირი

02:24, 21.06.2020

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს უკვე 148 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ერთ დღეში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 191 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 12 238 ადამიანს დაუდასტურდა, 6 516 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 5 574 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი