აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 471 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ხუთი პირი
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს უკვე 148 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო ერთ დღეში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 191 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 12 238 ადამიანს დაუდასტურდა, 6 516 კი, უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 5 574 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.