აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 81 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 39 280 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 36 836 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 576 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 868-ს შეადგენს.