სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურთან ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მოქალაქეებმა 2024 წლის პირველ ნოემბერს რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

22:20, 01.11.2026

სერბეთში, ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურთან ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეები 2024 წლის პირველ ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის წლისთავზე შეიკრიბნენ, რომლის დროსაც თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა.

ადამიანები ქალაქის სხვადასხვა მხარიდან მივიდნენ რკინიგზის მთავარ სადგურთან. მათ სიმბოლურად 16 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს, შემდეგ კი ტრაგედიის ადგილას ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლებს რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა, მათ შორის იყო მშენებლობის მინისტრიც, საბოლოოდ კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. 25 ოქტომბერს გამართული არჩევნების წინასწარი შედეგებით, სტუდენტური სია 250-ადგილიან პარლამენტშიდან 141 მანდატს მიიღებს. საბოლოო ოფიციალური შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მსგავსი