ეგზიტპოლის თანახმად, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს

23:29, 01.11.2026

ეგზიტპოლის მიხედვით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს.

რამდენიმე სოციოლოგიური ორგანიზაციის ეგზიტპოლის თანახმად, იოტოვას ამომრჩეველთა დაახლოებით 52%-მა დაუჭირა მხარი. შედეგი ოფიციალურად თუ დადასტურდება, ის ბულგარეთის ისტორიაში არჩევნების გზით არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

მეორე ადგილზეა ანდრეი გიუროვი, რომელმაც დაახლოებით 44% მიიღო.

62 წლის ილიანა იოტოვა პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს. იოტოვამ თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც რუმენ რადევი გადადგა.

ხმის მიცემის შემდეგ იოტოვამ განაცხადა, რომ ხმა მისცა ბულგარეთს, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი პოზიცია აქვს.

„ხმა მივეცი ეროვნულ თანხმობას დიალოგის გზით, ინსტიტუტებს, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურებიან, ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც საკუთარი საგარეო პოლიტიკა აქვს ძლიერ ევროპაში“, — განაცხადა იოტოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ბულგარეთში პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

მსგავსი