აზერბაიჯანში ბოლი 24 საათში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდგინდა, განიკურნა 133, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლი 24 საათში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდგინდა, განიკურნა 133, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 162 ადამიანს დაუდგინდა, განიკურნა 133 ადამიანი, ხოლო ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის პერიოდში აზერბაიჯანში ვირუსით, საერთო ჯამში, 37 255 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 581 პაციენტი. ამჟამად ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს 1850 ადამიანი.