ავსტრალიის პოლიციამ თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული პირები დააკავა
ავსტრალიის პოლიციამ თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული პირები დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული სამი პირი დააკავა. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, სამი მამაკაცი მელბურნში, საზოგადოების თავშეყრის ადგილას თავდასხმას გეგმავდა. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ბოროტმოქმედების დაკავება სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა.

დაკავებულია 21 წლის ჰანიფი ჰაილი, 26 წლის სამედ ერიკიოღლუ და 30 წლის ერტუნც ერიკიოღლუ. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ცდილობდნენ.

სამივე პირს ბრალად ტერორისტული აქტის მოწყობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

სამივე მათგანი ავსტრალიის მოქალაქეა, რომელთა პასპორტების ანულირება ხელისუფლებამ წლის დასაწყისში მოახდინა.

გამოძიების ცნობით, კონკრეტულად სად აპირებდნენ ბოროტმოქმედები თავდასხმის მოწყობას, ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე კომენტარი