ავსტრალიაში ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერ-მინისტრი ჯონ ბარილარო შიშობს, რომ მელბურნი ვერ შეძლებს 2021 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მასპინძლობას ქალაქში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო.
„ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებებს მელბურნთან, რადგან გვინდა ავსტრალიის ღიას ჩატარება. შესაძლოა, მოხერხდეს ტურნირის სიდნეიში ჩატარება. არ შეიძლება „დიდი სლემის” ჩემპიონატის გაუქმება”, – მოჰყავს ბარილაროს სიტყვები ESPN-ს.
2020 წელს, ავსტრალიის ღია პირველობას თითქმის 800 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.