ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრძოლას აგრძელებს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი. ავსტრალიელმა ზედიზედ მეორე მატჩში მოიგო ორ სეტში, ამჯერად, იოლად დაამარცხა სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი – 6:1, 6:4.
პირველ სეტში ჰერცოგი უშანსოდ იყო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მოუპოვებია. მეორეში სლოვენიელმა გაიბრძოლა, მაგრამ ექვსიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ბარტიმ კი ერთი ბრეიკი იკმარა სეტის მოსაგებად. ეშლის ჯამში შვიდი ბრეიკ-პოინტი და სამი ბრეიკი ჰქონდა.
მესამე წრეში ავსტრალიელი ყაზახ ელენა რიბაკინას.