ავსტრალიის ღია 2020 - ალექსანდრ ზვერევი მესამე ნახევარფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია 2020 - ალექსანდრ ზვერევი მესამე ნახევარფინალისტი გახდა

გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა თავის კარიერაში ისტორიულ შედეგს მიაღწია. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.

ზვერევმა ოთხ სეტში გაიარა 2014 წლის ჩემპიონის, სტენ ვავრინკას ბარიერი – 1:6, 6:3, 6:4, 6:2.

ამ მატჩის პირველი ნაწილი ძალიან ჰგავდა ვავრინკას წინა შეხვედრას რუსი დანიილ მედვედევის წინააღმდეგ. მაშინაც, შვეიცარიელმა ძალიან მძლავრად დაიწყო, შემდეგ მეორე და მესამე სეტებში ცუდად იბრძოლა, თუმცა, მეოთხე სეტიდან ისევ მოიპოვა ინიციატივა და რუსი ბრძოლას გამოთიშა. მაგრამ, ამჯერად, ორი სეტის წაგების შემდეგ, შვეიცარიელმა მეოთხე პარტიაში საერთოდ ვერ იბრძოლა და ტურნირს გამოეთიშა.

ზვერევის მეტოქე გაირკვევა რაფაელ ნადალისა და დომინიკ ტიმის მეოთხედფინალში.