ავსტრალიის ღია პირველობაზე 15 წლის ამერიკელის კოკო გაუფის ზღაპარი გრძელდება. თინეიჯერმა თავის სადებიუტო ტურნირზე უკვე მესამე წრე გაიარა, თან მესამე რაუნდში მოქმედი ჩემპიონი ნაომი ოსაკა დაამარცხა.
ამერიკელმა ვუნდერკინდმა ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. ოსაკას მატჩში ერთადერთ გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, სხვა შემთხვევაში, გაუფი შანსს არ აძლევდა მეტოქეს საკუთარ მოწოდებებზე. საბოლოოდ, ოსაკამ ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, გაუფმა – ოთხიდან სამი. ამერიკელმა საათსა და რვა წუთში მოამთავრა საქმე – 6:3, 6:4.
ამ წაგების შემდეგ, ოსაკა კლასიფიკაციაში 1850 ქულას დაკარგავს. ამ მომენტისთვის, WTA-ის „ცოცხალ“ რეიტინგში იაპონელი მერვე პოზიციამდე დაქვეითდა და არ არის გამორიცხული, ტურნირის დასრულების შემდეგ, ტოპ-ათეულიდანაც გავარდეს.