ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, დაბა მენსფილდთან იყო. მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად მელბურნში დაზიანდა და ჩამოინგრა შენობები. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო დაზიანებული შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ავსტრალიის ისტორიაში პირველად მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში და 900 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სიდნეიშიც იგრძნობოდა.