ავღანეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ავღანეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 119 ადამიანი. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

აფეთქება ქაბულში, ე.წ. მწვანე სოფელთან ახლოს მოხდა, სადაც რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაა განლაგებული.

აფეთქებაზე პასუხიმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა აიღო“. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი სამიზნე საერთაშორისო ძალები იყვნენ.

დატოვე კომენტარი