ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მასპინძლობა მანჩესტერს, სინგაპურს, ტოკიოს და ტურინს სურთ
ჩოგბურთელთა პროფესიულმა ასოციაციამ (ATP) იმ ქალაქების სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის შემაჯამებელი ტურნირის მასპინძლობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ. სიაში შევიდნენ: სინგაპური, მანჩესტერი, ტოკიო და ტურინი.
საბოლოო გადაწყვეტილებას ATP 2019 წლის მარტში მიიღებს. ტოკიო მასპინძლობდა პირველ შემაჯამებელ ტურნირს 1970 წელს, ხოლო სინგაპურში 2014-2018 წლებში ჩატარდა ქალთა შემაჯამებელი ასპარეზობა, რომელიც 2019 წლიდან ჩინეთის ქალაქ შენჯენში გადავა.
შეგახსენებთ,რომ ATP-ს შემაჯამებელი ტურნირი 2009 წლიდან ლონდონში ტარდება. ეს შეჯიბრება ბოლოჯერ ინგლისის დედაქალაქში 2020 წელს ჩატარდება, ხოლო 2021 წლიდან ადგილს შეიცვლის.