პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტმა ანდრეა გაუდენციმ და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ საიმონმა ამ ორი ორგანიზაციის შერწყმის იდეას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ პორტალმა Tennis World USA-მ დაწერა.
„ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობამ მხოლოდ გაამყარა აზრი იმის შესახებ, რომ სპორტის ერთიანი სახეობა – სწორი გზაა ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, აგრეთვე, ეს არის შესაძლებლობა, გულშემატკივრებს ოპტიმალურად შევთავაზოთ ჩოგბურთი სტადიონზე, ტელევიზიითა თუ ინტერნეტით. ამასთან დაკავშირებით, მე მივესალმები მსგავს იდეებს ჩვენი მოთამაშეებისგან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით WTA-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – თქვა გაუდენციმ.
„მე ადრეც ვამბობდი, რომ, როცა ერთად დავიწყებთ მუშაობას, ჩვენს სპორტს კიდევ უფრო უკეთესს გავხდით. ბოლო რამდენიმე კვირამ ეს დაადასტურა“, – აღნიშნა საიმონმა.
ამგვარი ინიციატივის ავტორი გახდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციების შერწყმა ორივეს დაეხმარება ფინანსური სირთულეების გადალახვაში, რაც კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული.