ATP-სა და WTA-ის ხელმძღვანელობა გაერთიანების იდეას ემხრობა
ATP-სა და WTA-ის ხელმძღვანელობა გაერთიანების იდეას ემხრობა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტმა ანდრეა გაუდენციმ და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ საიმონმა ამ ორი ორგანიზაციის შერწყმის იდეას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ პორტალმა Tennis World USA-მ დაწერა.

„ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობამ მხოლოდ გაამყარა აზრი იმის შესახებ, რომ სპორტის ერთიანი სახეობა – სწორი გზაა ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, აგრეთვე, ეს არის შესაძლებლობა, გულშემატკივრებს ოპტიმალურად შევთავაზოთ ჩოგბურთი სტადიონზე, ტელევიზიითა თუ ინტერნეტით. ამასთან დაკავშირებით, მე მივესალმები მსგავს იდეებს ჩვენი მოთამაშეებისგან. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით WTA-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – თქვა გაუდენციმ.

„მე ადრეც ვამბობდი, რომ, როცა ერთად დავიწყებთ მუშაობას, ჩვენს სპორტს კიდევ უფრო უკეთესს გავხდით. ბოლო რამდენიმე კვირამ ეს დაადასტურა“, – აღნიშნა საიმონმა.

ამგვარი ინიციატივის ავტორი გახდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციების შერწყმა ორივეს დაეხმარება ფინანსური სირთულეების გადალახვაში, რაც კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი