ATP-მ საჩოგბურთო ტურნირი სანკტ-პეტერბურგიდან ყაზახეთში გადაიტანა #1TVSPORT
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება 2022 წლის კალენდარში ცვლილების შესახებ.
კერძოდ, ATP-მ სანკტ-პეტერბურგში ჩასატარებელი ტურნირი ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში გადაიტანა. ჩატარების ვადებია – 19-25 სექტემბერი.
კალენდარში ცვლილების მიზეზი არ დაზუსტებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტურნირის გადატანა უკავშირდება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას.