ათენში ანარქისტებმა აშშ-ის საელჩოს საღებავები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს
ათენში ანარქისტებმა აშშ-ის საელჩოს საღებავები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს

ათენში ანარქისტებმა აშშ-ის საელჩოს საღებავები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „რუბიკონს“ დაეკისრა. „რუბიკონში“ მიიჩნევენ, რომ აშშ სხვა ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის შიდა საქმეებში ერევა.

სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს, მათგან ორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდასხმის ფაქტი დაგმო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთ ქმედებებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.