კვიპროსის ნაკრებისა და ყაზახური „ასტანას“ თავდამსხმელმა პიეროს სოტირიუმ კვიპროსულ რადიო „აქტივთან“ განაცხადა, რომ ახლა კვიპროსზე მხოლოდ თემურ ქეცბაიასთან იმუშავებდა.
„ამ ეტაპზე კვიპროსში დაბრუნება არ მსურს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაში მაღალ დონეზე გავაგრძელო. თუ დავბრუნდები, ეს საერთაშორისო კარიერაზე ჩემი ოცნებების დასრულება იქნება. კვიპროსელი ფეხბურთელები კი უცხოურ გუნდში იშვიათად მიდიან. მე თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ავთამაშდი. მან დაინახა, რამდენს ვვარჯიშობდი, შანსი მომცა და მე ამით ვისარგებლე. ერთადერთი, კვიპროსზე იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ იქ თემური მიმიწვევს. მინდა, რომ ქეცბაიასთან კიდევ ვიმუშაო“, – ამბობს პიეროს სოტირიუ.
29 წლის თავდამსხმელი თემურ ქეცბაიასთან 2015-2016 წლებში ნიქოზიას „აპოელში“ თამაშობდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ამის შემდეგ დანიურ „კოპენჰაგენში“ გადავიდა, ხოლო 2020 წელს – „ასტანაში“. მან კვიპროსის ნაკრებში 40 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.