აშშ-ში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ აღმოაჩინა ანტისხეული, რომელიც კორონავირუსს ორგანიზმიდან რამდენიმე დღეში განდევნის
აშშ-ში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ აღმოაჩინა ანტისხეული, რომელიც კორონავირუსს ორგანიზმიდან რამდენიმე დღეში განდევნის

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია „სორენტო თერაფიუთიქსი“ (Sorrento Therapeutics) აცხადებს, რომ აღმოაჩინა ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილ ანტისხეულს შეუძლია, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმიდან ოთხ დღეში განდევნოს.

მათივე თქმით, STI-1499 ანტისხეულს „კოვიდ-19“-ის სრულად განადგურება შეუძლია და მასზე წვდომა მოსახლეობას ვაქცინის შემუშავებამდე ბევრად ადრე შეიძლება ჰქონდეს.

კომპანიის ცნობით, როდესაც ანტისხეული ვირუსს ხელს უშლის, შეაღწიოს ადამიანის უჯრედებში, ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას კარგავს და ვეღარ მრავლდება.

„გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ არსებობს წამალი. ეს მიდგომა შემთხვევების 100 პროცენტში მუშაობს. თუ ჩვენ გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, მაშინ სოციალური დისტანცირება აღარ დაგვჭირდება და შევძლებთ, ქვეყნები შიშის გარეშე გახსნათ“, – აცხადებს „სორენტო თერაფიუთიქსის“ დამფუძნებელი ჰენრი ჯი.

დატოვე კომენტარი