აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის ინფიცირებულთა რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 1 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში მსხვერპლის რაოდენობა 140 000-ს აჭარბებს. უკვე მესამე დღეა, რაც აშშ-ში კორონავირუსული ინფექციისგან 1 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

აშშ-ში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. ერთი მილიონი შემთხვევა აშშ-ში მხოლოდ 15 დღის განმავლობაში გამოვლინდა.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.