აშშ-ში კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს
აშშ-ში კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს

ნიუ იორკის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ტაპენში დააკავეს მამაკაცი, რომელიც კონგრესის შუალედური არჩევნების დროს თავის აფეთქებას გეგმავდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 56 წლის პოლ რეზენფელდმა 91-კილოგრამიანი ბომბი დაამზადა და მის ამოქმედებას 6 ნოემბერს ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში აპირებდა.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ამ გზით მამაკაცს დაგეგმილი ჰქონდა, ყურადღება მიეპყრო პოლიტიკური თეორიისადმი, რომლის მიმდევარიც თავად არის. საუბარია ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მოქმედ სისტემაზე, როდესაც მთავრობის წევრებს შემთხვევითი შერჩევის წესით, კენჭისყრის საფუძველზე ნიშნავდნენ.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაკავებულის სარდაფში აღმოაჩინა რამდენიმე პატარა ზომის ნაღმი და ასევე დიდი ზომის 91-კილოგრამიანი ბომბი, რომელიც გამნაღმველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.

როზენფელდს ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო დამზადება დასდეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი