აშშ-ში კომაში მყოფი პაციენტის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექთანი დააკავეს
აშშ-ში კომატოზურ მდგომაროებაში მყოფი პაციენტის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექთანი დააკავეს.
როგორც BBC იუწყება, არიზონას პოლიციამ 36 წლის ნათან საზერლენდი დააკავა. მას ბრალი სექსუალურ ძალადობასა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიმართ არასათანადო მოპყრობაში წაუყენეს.
ექთანი მას შემდეგ დააკავეს, რაც 29 წლის პაციენტი, რომელიც ბავშვობიდან კომატოზურ მდგომარეობაში იყო, დაფეხმძიმდა და ბავშვი გააჩინა.
დამნაშავე ექთანი ბავშვის და კლინიკის თანამშრომლების დნმ-ის შედარების შემდეგ გამოავლინეს.
ახალდაბადებულ ბიჭზე პაციენტის ოჯახი იზრუნებს.