აშშ-მა სამ ერაყელ სამხედრო ლიდერს სანქციები დაუწესა
აშშ-მა სამ ერაყელ სამხედრო ლიდერს სანქციები დაუწესა

აშშ-მა სამ ერაყელ სამხედრო ლიდერს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ირანისგან მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ლიდერები დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

ერაყის გასამხედროებული ჯგუფები დემონსტრანტების მკვლელობაში ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფენ.

ერაყში ოქტომბერში დაწყებულ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს, 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დევიდ შჩენკერმა თქვა, რომ თუ ერაყში ძალადობა არ შეწყდება, ვაშინგტონი მზადაა დამატებითი სანქციების დასაწესებლად.