აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 2019 წელს სირიაში საჰაერო დარტყმის შესწავლის განკარგულება გასცა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 2019 წელს სირიაში საჰაერო დარტყმის შესწავლის განკარგულება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 2019 წელს სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შესწავლის განკარგულება გასცა.

როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, იერიშის შესწავლა თავდაცვის მდივანმა ოთხვრსკვლავიან გენერალს, მაილ გარეტს დაავალა. აშშ-ის არმიის სამეთაურო შტაბის უფროსს, გენერალ გარეტს 90-დღიანი ვადა ექნება სამოქალაქო მსხვერპლის, საჰაერო დარტყმის ომის სამართალთან შესაბამისობის შესასწავლად და ანგარიშის წარსადგენად.

მიმდინარე თვის დასაწყისში გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წელს სირიის სოფელ ბაღუსში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისას აშშ-ის ავიადარტყმას 64 ქალი და ბავშვი ემსხვერპლა.