აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რომში ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებზე ორივე მხარე მნიშვნელოვნად მიუახლოვდა საერთო ხედვას, თუ რა ნაბიჯებია საჭირო პროცესის წინსვლისთვის

22:39, 06.08.2026

რომში ისრაელსა და ლიბანს შორის გამართული მოლაპარაკებები დასრულდა, ორივე მხარე მნიშვნელოვნად მიუახლოვდა საერთო ხედვას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია საჭირო პროცესის წინსვლისა და გაფართოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მოლაპარაკებები „ტექნიკურ და ექსპერტულ დონეზე პროდუქტიული“ იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანიდან ეტაპობრივად უნდა გაიყვანონ სამხედროები, ხოლო ამ ტერიტორიებზე კონტროლი ლიბანის შეიარაღებულ ძალებს გადაეცეს.

აშშ-ის შუამავლობით გამართული სამდღიანი ტექნიკური მოლაპარაკებები იმ ფონზე გაიმართა, როდესაც ისრაელმა სამხრეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განაახლა. ისრაელი კი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებას არღვევს.

მსგავსი