აშშ-ის საავადმყოფოებში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაზრდილია
აშშ-ის საავადმყოფოებში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაზრდილია

აშშ-ის საავადმყოფოებში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 1 900 არასრულწლოვანი.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის მიზეზი დელტა ვარიანტია, რომელიც აუცრელ ადამიანებში სწრაფად ვრცელდება.

ამჟამად ბავშვები აშშ-ში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების 2,4%-ს შეადგენენ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ჯერ ნებადართული არ არის, შედეგად ისინი დაუცველნი არიან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ასევე გაზრდილია ახალგაზრდა, კერძოდ 18-29, 30-39 და 40-49 წლის ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც. საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია.