აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის აშშ-ის ნაკრების განაცხადში ბოლო, მე-12 ადგილი „ნიუ იორკის“ მცველმა, ჯოშ ჰარტმა დაიკავა.
ამერიკელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები – ოსტინ რივზი (ლეიკერსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა);
ფორვარდები – პაოლო ბანკერო (ორლანდო), ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანი), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), მიკალ ბრიჯესი (ბრუკლინი), კემ ჯონსონი (ბრუკლინი), ჯოშ ჰარტი (ნიუ იორკი);
ცენტრები – უოკერ კესლერი (იუტა), ბობი პორტისი (მილუოკი).
მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი. მას დაეხმარებიან მარკ ფიუ (გონზაგას უნივერსიტეტი), ტაირონ ლიუ (კლიპერსი) და ერიკ სპოელსტრა (მაიამი).
ჩემპიონატამდე ამერიკელები პირველ შეკრებას 3-6 აგვისტოს გამართავენ ლას ვეგასში და 7 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან პუერტო რიკოს. შემდეგ იქნება მგზავრობა ესპანეთში და იქ ორი ამხანაგური მატჩი სლოვენიასთან (12 აგვისტო) და ესპანეთთან (13 აგვისტო). მზადება დასრულდება აბუ დაბიში ორი მატჩით საბერძნეთთან (18 აგვისტო) და გერმანიასთან (20 აგვისტო).
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. აშშ პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს, 28 აგვისტოს შეხვდება საბერძნეთს და 30 აგვისტოს – იორდანიას.