ჩარლზ ბარკლი - კარგი იქნება, თუ აშშ-ის ნაკრები ვერ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს #1TVSPORT
ჩარლზ ბარკლი - კარგი იქნება, თუ აშშ-ის ნაკრები ვერ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამად ტელეკომპანია TNT-ის ექსპერტმა, ჩარლზ ბარკლიმ განაცხადა, რომ კალათბურთისთვის უკეთესი იქნება, თუ აშშ-ის ნაკრები ვერ მოიგებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს.

„ისინი ისე იქცევიან, თითქოს თუ ჩვენ ოქროს მედალს ვერ მოვიგებთ, ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ, რაც კი ოდესმე ცივილიზაციაში მომხდარა. სინამდვილეში, მე ამას არ ვეთანხმები. კარგი იქნება, თუ ჩვენ დავმარცხდებით.

თუ რომელიმე სხვა გუნდი მოიგებს ოქროს მედალს, ეს აამაღლებს კალათბურთის პოპულარობას მესამე სამყაროს ერთ-ერთ პატარა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, საფრანგეთის ნაკრებმა რომ შეძლოს ოქროს მედლის მოგება. რამდენად პოპულარული გახდება კალათბურთი საფრანგეთში“, – განაცხადა ბარკლიმ.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ეს სიტყვები იქამდე წარმოთქვა, სანამ საფრანგეთი ჯგუფურ ეტაპზე ლატვიასთან წააგებდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშებოდა.