აშშ-ის ნაკრებმა უდონჩიჩო სლოვენიას 30 ქულით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების რანგში მეორე საჩვენებელი მატჩი გამართა. ლას ვეგასში პუერტო რიკოს ნაკრების განადგურების (117:74) შემდეგ ამერიკელებმა მალაგაში 30 ქულით მოუგეს სლოვენიას – 92:62. ევროპული გუნდი თავისი ლიდერის, ლუკა დონჩიჩის გარეშე თამაშობდა, რომელსაც დასვენების საშუალება მისცეს.
აშშ-ის ნაკრებში 12-ივე კალათბურთელმა შეძლო ქულის აღება, ყველაზე შედეგიანი კი 15 ქულით ენტონი ედვარდსი იყო. ჯეილენ ბრანსონმა 11 ქულა და რვა შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 10-10 ქულა ჰქონდათ ოსტინ რივზსა და ტაირის ჰალიბერტონს.
კვირას ამერიკელები მესამე საგამოფენო მატჩს ჩაატარებენ – მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ესპანეთის ნაკრებთან.
აშშ-სლოვენია 92:62 (27:20, 20:11, 20:18, 25:13)
ა: ედვარდსი (15), ბრანსონი (11+8 პასი), ჰალიბერტონი (10+6 პასი), რივზი (10+5 მოხსნა).
ს: გლასი (14).
გერმანია-ჩინეთი 107:58 (25:12, 24:11, 32:18, 26:17)
გ: მ. ვაგნერი (20), შრიოდერი (17+7 პასი), ლო (17), გიფი (16), ტაისი (11).
ჩ: ანდერსონი (10+6 მოხსნა), ფუ ჰაო (10).
კანადა-ზელანდია 107:76 (28:24, 39:14, 18:24, 22:14)
კ: გილჯეს-ალექსანდერი (26+6 ჩაჭრა), ალექსანდერ-უოკერი (13+8 მოხსნა), ოლინიკი (13), ბარეტი (11), დორტი (11).
ზ: დილეინი (12), უეტზელი (11).