ედვარდსის 34 ქულით აშშ-მა მინუს 16-დან მოუგო გერმანიას - ამხანაგური მატჩების შედეგები [ვიდეო] #1TVSPORT
ედვარდსის 34 ქულით აშშ-მა მინუს 16-დან მოუგო გერმანიას - ამხანაგური მატჩების შედეგები [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა დაასრულა მზადება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის.

ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკელებმა რთულ ბრძოლაში დაამარცხეს გერმანია – 99:91. მატჩის გმირი აღმოჩნდა ენტონი ედვარდსი, რომელმაც 34 ქულა დააგროვა. მან თამაშიდან 21-დან 11 ბურთი ჩააგდო, რვიდან ოთხი სამქულიანი და რვიდან ყველა საჯარიმო გამოიყენა. ასევე ექვსი მოხსნა და ორი დაფარება ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ მესამე მეოთხედის შუაში 16 ქულით აგებდა.

გერმანიამდე აშშ-ის ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მოუგო პუერტო რიკოს (117:74), სლოვენიას (92:62), ესპანეთსა (98:88) და საბერძნეთს 108:86.

კვირას გამართული ამხანაგური მატჩების შედეგები:

 

საფრანგეთი-ავსტრალია        74:78 (27:19, 12:12, 19:25, 16:22)

: ფურნიე (29), კორდინიე (12), იაბუსელე (11+7 მოხსნა).

: გიდი (12+6 მოხსნა+5 პასი), კეი (12), ეკზამი (11+3 ჩაჭრა), მილზი (11), რიტი (11).

 

იტალია-ბრაზილია       93:87 (14:27, 24:17, 26:17, 29:26)

: ფონტეკიო (26), ტონუტი (16), პოლონარა (11), სპისუ (11), რიჩი (11).

: დიასი (18+6 მოხსნა), კაბოკლო (14+6 მოხსნა), მეინდლი (14), დოს სანტოსი (12), ნეტო (11).

 

ფილიპინები-მონტენეგრო      87:102 (19:16, 23:28, 22:32, 23:26)

: კლარკსონი (27+5 მოხსნა), ფახარდო (19), რამოსი (13).

: ვუჩევიჩი (18+9 მოხსნა), დუბლევიჩი (16), პერი (15).

 

ჩინეთი-სერბეთი             64:87 (12:23, 16:20, 23:22, 13:22)

: ბოგდანოვიჩი (19), პეტრუშევი (13), მარინკოვიჩი (11).

 

აშშ-გერმანია      99:91 (26:26, 20:28, 27:23, 26:14)

: ედვარდსი (34+6 მოხსნა), ჰალიბერტონი (16), რივზი (16), ჯექსონი (7+8 მოხსნა+6 დაფარება).

: ფ. ვაგნერი (17+10 მოხსნა), შრიოდერი (16+10 პასი), მ. ვაგნერი (14), ტაისი (12+13 მოხსნა), ობსტი (12), ფოიგტმანი (11+10 მოხსნა).