ედვარდსის 34 ქულით აშშ-მა მინუს 16-დან მოუგო გერმანიას - ამხანაგური მატჩების შედეგები [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა დაასრულა მზადება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის.
ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკელებმა რთულ ბრძოლაში დაამარცხეს გერმანია – 99:91. მატჩის გმირი აღმოჩნდა ენტონი ედვარდსი, რომელმაც 34 ქულა დააგროვა. მან თამაშიდან 21-დან 11 ბურთი ჩააგდო, რვიდან ოთხი სამქულიანი და რვიდან ყველა საჯარიმო გამოიყენა. ასევე ექვსი მოხსნა და ორი დაფარება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ მესამე მეოთხედის შუაში 16 ქულით აგებდა.
გერმანიამდე აშშ-ის ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მოუგო პუერტო რიკოს (117:74), სლოვენიას (92:62), ესპანეთსა (98:88) და საბერძნეთს 108:86.
კვირას გამართული ამხანაგური მატჩების შედეგები:
საფრანგეთი-ავსტრალია 74:78 (27:19, 12:12, 19:25, 16:22)
ს: ფურნიე (29), კორდინიე (12), იაბუსელე (11+7 მოხსნა).
ა: გიდი (12+6 მოხსნა+5 პასი), კეი (12), ეკზამი (11+3 ჩაჭრა), მილზი (11), რიტი (11).
იტალია-ბრაზილია 93:87 (14:27, 24:17, 26:17, 29:26)
ი: ფონტეკიო (26), ტონუტი (16), პოლონარა (11), სპისუ (11), რიჩი (11).
ბ: დიასი (18+6 მოხსნა), კაბოკლო (14+6 მოხსნა), მეინდლი (14), დოს სანტოსი (12), ნეტო (11).
ფილიპინები-მონტენეგრო 87:102 (19:16, 23:28, 22:32, 23:26)
ფ: კლარკსონი (27+5 მოხსნა), ფახარდო (19), რამოსი (13).
მ: ვუჩევიჩი (18+9 მოხსნა), დუბლევიჩი (16), პერი (15).
ჩინეთი-სერბეთი 64:87 (12:23, 16:20, 23:22, 13:22)
ს: ბოგდანოვიჩი (19), პეტრუშევი (13), მარინკოვიჩი (11).
აშშ-გერმანია 99:91 (26:26, 20:28, 27:23, 26:14)
ა: ედვარდსი (34+6 მოხსნა), ჰალიბერტონი (16), რივზი (16), ჯექსონი (7+8 მოხსნა+6 დაფარება).
გ: ფ. ვაგნერი (17+10 მოხსნა), შრიოდერი (16+10 პასი), მ. ვაგნერი (14), ტაისი (12+13 მოხსნა), ობსტი (12), ფოიგტმანი (11+10 მოხსნა).