აშშ-ის კონგრესში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ორი სახელმწიფოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
აშშ-ის კონგრესში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ორი სახელმწიფოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ორი სახელმწიფოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 188 წავიდა. სამართლებრივად არასავალდებულო რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპი იქნება გარანტი, რომ ერთი მხრივ, ისრაელის ებრაული სახელმწიფო არსებობდეს და მეორე მხრივ, პალესტინელებს ჰქონდეთ ლეგიტიმური მისწრაფებები დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ და საელჩოს გადატანამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაულ ახალშენებს უკანონოდ არ მიიჩნევს.