ამერიკის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირს კიდევ ერთი განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა. ნიუ იორკში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს კანადელი მილოშ რაონიჩი, რომელსაც 21-ე განთესვის ნომერი ჰქონდა. ძირითად ბადეში მას პოლონელი კამილ მაიჰშაკი შეცლის. პირველ წრეში მისი მეტოქე ჩილელი ნიკოლას ხარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე მუხლის ტრავმის გამო ტურნირს ჩამოცილდა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი. ის აშშ-ის ღიაზე მე-16 ნომრად იყო განთესილი.