აშშ-ის ღიას ყოფილმა ჩემპიონმა სეზონი ნაადრევად დაასრულა
აშშ-ის ღიას ყოფილმა ჩემპიონმა სეზონი ნაადრევად დაასრულა

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, ამერიკის ღია პირველობის შარშანდელმა ჩემპიონმა ბიანკა ანდრეესკუმ გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სეზონი ნაადრევად დაასრულა.

„მივიღე რთული გადაწყვეტილება – გამოვტოვო გრუნტის სეზონი და 2021 წლამდე არ ვითამაშო ტურნირებში. მინდა კონცენტრირებული ვიყო ჯანმრთელობასა და ვარჯიშებზე. რთული იყო, მაგრამ 2021 წელს ბევრი რამ მელოდება, მათ შორის, ტოკიოს ოლიმპიადა. მინდა გამოვიყენო ეს დრო და უკეთ მოვემზადო. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მოუთმენლად ველოდები კორტზე დაბრუნებას“, – დაწერა 20 წლის კანადელმა.

ასე რომ, ანდრეესკუმ სრულად გამოტოვა 2020 წლის სეზონი – წელს მას არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ბოლოს აშშ-ის ღიას 2019 წლის ჩემპიონი კორტზე შარშან ოქტომბერში ვიხილეთ.

დატოვე კომენტარი