აშშ-ის გემზე თავდასხმაზე იემენის „ჰუსიტებმა“ პასუხისმგებლობა აიღეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ საზღვაო ძალებმა განახორციელეს სამხედრო ოპერაცია რაკეტებით ადენის ყურეში ამერიკული ხომალდზე.
სპიკერის თქმით, ყველა ამერიკული და ბრიტანული გემი და სამხედრო ხომალდი, რომლებიც მონაწილეობენ იემენის წინააღმდეგ „აგრესიაში“, იქნებიან მათი სამიზნეები.
მისივე თქმით, ამერიკისა და ბრიტანეთის მხრიდან „ნებისმიერი ახალი თავდასხმა არ დარჩება პასუხისა და დასჯის გარეშე“.
როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც მის ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს.