აშშ-ირანის საკითხზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ
აშშ-ირანის საკითხზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. როგორც სააგენტო „რეიტერი“ იუწყება, ევროპელი დიპლომატების შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ისა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობები იქნება. როგორც პარიზში აცხადებენ, მხარეები ასევე განიხილავენ ირანის მიერ ე.წ. ბირთვული შეთანხმების დატოვების საკითხსაც.

ბრიუსელში გამგზავრებამდე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა. მისი თქმით, ირანთან ომი დიდი ზიანის მომტანი იქნება და ის მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს გააძლიერებს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის იერიშის შედეგად მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა. თეირანი აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.