აშშ-ის ღია პირველობის ქალთა წყვილების მერვედფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს, რომელიც დუეტების კლასიფიკაციაში 67-ე ჩოგანია. მისი მეწყვილეა იაპონელი ნაო ჰიბინი და მათ უკვე ორი მატჩის მოგება მოასწრეს.
მერვედფინალში ქართველსა და იაპონელს სერბულ-რუსული დუეტი დაუპირისპირდება ლილა იაკუპოვიჩისა და ირინა ხრომაჩევას შემადგენლობით. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მეორე წრეში ქართველმა და იაპონელმა ჰოლანდიელი კიკი ბერტენსისა და შვედი იოჰანა ლარსონის დუეტი დაამარცხეს ანგარიშით – 7:6(3), 6:4. შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე, კალაშნიკოვამ და ჰიბინომ უკრაინელ კოზლოვასა და შვეიცარიელ ბენჩიჩს დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს ანგარიშით – 6:4, 4:6, 7:6(6).
კვირას, ბასილაშვილისა და კალაშნიკოვას გარდა, აშშ-ის ღიას გოგონათა ტურნირზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ანა მაქაცარია ამერიკელ ჰეილი ბაპტისტის წინააღმდეგ ითამაშებს, მარიამ დალაქიშვილი იაპონელ მოიუკა უჩიჯიმას შეხვდება.