აშშ და ბრიტანეთი რუსეთს კოსმოსში სატელიტური იარაღის გაშვებაში ადანაშაულებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსეთს კოსმოსში სატელიტური იარაღის გაშვებაში ადანაშაულებენ. ვაშინგტონი და ლონდონი ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა იარაღის მსგავსი მოწყობილობა ღია სივრცეში თანამგზავრიდან გაუშვა.
ბრიტანეთის კოსმოსის დირექტორატის ხელმძღვანელის, ჰარვი სმიტის განცხადებით, მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და ქმნის ისეთი ნამსხვრევების წარმოქმნის რისკებს, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თანამგზავრებს და კოსმოსურ სისტემებს, რომლებზეც მსოფლიო არის დამოკიდებული.
დასავლური მედია წერს, რომ ინციდენტი კოსმოსში შეიარაღების ახალი შეჯიბრის შესაძლებლობას გაამძაფრებს, რამდენადაც სხვა ერები ასევე იკვლევენ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეიძლება, იარაღად იქნას გამოყენებული ღია სივრცეში.